„ნამოხვანჰესის“ ერთ-ერთი მოწინააღმდეგეს, ირაკლი მუკბანიანს, რომელიც სოფელ საყულიაში დააკავეს, ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.
ირაკლი მუკბანიანს პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასა და მასზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.
ბრალდებულის ადვოკატი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებასა და პროვოკაციაზე საუბრობს.
სპეცრაზმი შემოიპარა პირდაპირ რეაქციით, ფეხებში სროლით, არიან დაჭრილებიც: "ნამახვანჰესის" აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულის ძმა
"მას პოლიციისთვის ხელი არ დაურტყამს. იყო მიწევ-მოწევა და დაუწყეს ჩუმი ძებნა. პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. არც იყო საჭირო სპეცრაზმის სოფელში შემოყვანა" - დაკავებულის ძმა.
მისი მტკიცებით, დაკავების შემდეგ, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა დააკავეს პირი, რომელიც 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, „ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.