LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა ჩაჩუა: „მშობელმა შვილთან ურთიერთობისას სიყვარულსა და სიმკაცრეს შორის ბალანსი უნდა იპოვოს“

697
217264833-249842263284511-136096628265446345-n

მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე და მასში წარმოშობილ პოტენციურ პრობლემებზე ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა საუბრობს:

„მშობელმა შვილთან, განსაკუთრებით მოზარდთან ურთიერთობაში რაღაცნაირად უნდა დააბალანსოს სიყვარული და სიმკაცრე. შესაძლოა მშობელი დაკავებულია, სამსახურში დადის, მაგრამ შვილი მის სიყვარულს მაინც უნდა გრძნობდეს. როცა მშობელი მუშაობს, შვილი  ნაკლებად განიცდის მის უყურადღებობას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას არ აქვს საჭიროება, მუდმივად გრძნობდეს მშობლის სიყვარულს მაშინაც კი, როდესაც ის სადღაც არის წასული. ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც დედის სითბოს მიღება მაშინ, როცა შვილს სძინავს. როცა დედა მძინარე შვილს ეფერება, ამას უდიდესი ძალა აქვს. თუ ადამიანმა ამ სითბოს გარეშე გაიარა ბავშვობა, შემდეგ ცხოვრებაში ის სულ ეძებს ამ დაკარგულ სითბოს, მაგრამ მას ვერსად ვერ იპოვი.

დღეს ყველა დაკავებულია, ძალიან ხშირად როცა შვილები სკოლაში მიდიან, დედას ჯერ კიდევ სძინავს, არადა დილაობით შვილებთან კონტაქტი ახალი დღის დაწყებამდე ასევე დიდი მნიშვნელობისაა.

შვილისადმი სიყვარული იმას არ ნიშნავს, რომ მას ყველაფრის უფლება უნდა მივცეთ.. ზომიერად უნდა გამოვიჩინოთ სიმკაცრე, რომელიც  თანმიმდევრულობაში, პრინციპულობაშია  ვლინდება. სიმკაცრე სისასტიკე არ არის, სიყვარული და სიმკაცრე ერთმანეთში აისახება, ის ბავშვს პრინციპებს უყალიბებს. სიმკაცრე მას აჩვენებს, რომ პრინციპულობა უნდა იყოს ცხოვრების წესი. მას ჩვენ ვუჩვენებთ, რომ სიყვარულისადმი, ღირებულებებისადმი, ცხოვრების წესისადმი ერთგულების მიუხედავად არის პრინციპები, საიდანაც არ გადავუხვევთ, რადგან ასე მოქცევა სწორია.

ყოველთვის იმის გაკეთება, რაც ჩვენს შვილს სურს, აღზრდის სწორი მეთოდი არ არის. ასე მას ვერ ჩამოუყალიბდება ის სწორი შეხედულებები, რაც მომავალში, დამოუკიდებელი ცხოვრებისას დასჭირდება. გარდა ამისა მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი ხედავდეს- მშობელი რაღაცას აკეთებს მისთვის მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ადვილი არ არის. მაგალითად მასთან ერთად ატარებს დროს იმის მიუხედავად, რომ დაღლილია. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მისთვის რაღაც არის გაღებული. თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვუთხრათ ბავშვს, რომ აი, მე ამას შენს გამო ვაკეთებ.“- განაცხადა ნანა ჩაჩუამ „ქართული არხის“ ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g