LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა ჩაჩუა: ნარცისი დედების შვილები ხშირად თავადაც ნარცისებად ყალიბდებიან და იშვიათად ახერხებენ ამ ფენომენს გაექცნენ

298
ნანა-ჩაჩუა

ნარცისი მხოლოდ საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანია. ნარცისი დედები აღზრდის ავტორიტარულ მეთოდს მიმართავენ, რომელიც ხასიათდება მაღალი მოთხოვნებით ბავშვის მიმართ. როგორც ,,ფორტუნას” ფსიქოლოგიური კონსულტაციების და ტრენინგების ცენტრის დირექტორმა, ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ განუცხადა, ნარცისი დედა ბავშვისგან ითხოვს უსიტყვო მორჩილებასა და პატივისცემას.

როგორები არიან ნარცისი დედები?

ფსიქოლოგის თქმით, ნარცის დედებს საკუთარი თავი ავადმყოფურად უყვართ და  არ რჩებათ შვილისთვის დრო. ისინი ყოველთვის ცდილობენ მიიღონ მეტი ყურადღება  გარშემომყოფებისგან, თუმცა სიყვარულის გაცემა არ შეუძლიათ. ნარცის დედას არ აქვს პასუხისმგებლობა, შეუძლია ადვილად თქვას ტყუილი, იგი მანიპულირებს ყველაფრით, პირველ რიგში შვილებით, რადგან ყველაზე მარტივად სწორედ შვილები შეუძლია დაიმორჩილოს.  ნარცის დედას კარგად გამოარჩევთ ხალხმრავალ ადგილას, წვეულებაზე. მათ ეშინიათ მარტოობიის, ცდილობენ სულ ვინმე ჰყავდეთ  გვერდით. ფსიქოლოგის თქმით, ნარცის მშობელს არანაირი დადებითი მხარე არ გააჩნია, პირიქით,  მისი აღზრდის მეთოდები შეიძლება უარყოფითად აისახოს შვილებზე.

როგორები არიან ნარცისი დედის აღზრდილი შვილები?

დედობრივი სიყვარული, როგორც უპირობო სიყვარული შეუცვლელია, მისი დანაკლისი ძნელად დასაძლევ პრობლემათა რიგს მიეკუთვნება. ნარცისი დედები აღზრდის ავტორიტარულ მეთოდს მიმართავენ. ავტორიტარული მეთოდით აღზრდილი ბავშვები, როგორც წესი, ცუდად სწავლობენ, უჭირთ თანატოლებთან ურთიერთობა, აქვთ დაბალი თვითშეფასება. ზოგიერთი გულჩათხრობილი ხდება, ზოგი კი პირიქით-არის აგრესიული, უხეში, გაუწონასწორებელი. ნარცისი დედების შვილები ხშირად თავადაც ნარცისებად ყალიბდებიან და იშვიათად ახერხებენ ამ ფენომენს გაექცნენ.

რა არის აუცილებელი ბავშვის ფსიქიკისთვის და რა შეუმსუბუქებს დედის სიყვარულის ნაკლებობას?

ფსიქოლოგის თქმით, მხატვრული თერაპია საუკეთესო საშუალებაა, იმისთვის რომ ნარცისი დედის შვილებმა ყურადღება გადაიტანონ და შეძლონ გადალახონ დედის დანაკლისი და  უყურადღებობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები