LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა ჩარკვიანი: „მახარებს, თბილისს რომ იცნობენ ადამიანები, მაგრამ არ მიყვარს, როცა ადამიანები მას ხმარობენ…“

162
ნანა ჩარკვიანი

ნანა ჩარკვიანმა „გორგილაძის აუტანელ სიმსუბუქეში“ თბილისზე დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა:

„მაგრად მევასება თბილისი. რომში ვსწავლობ. რამდენიმე თვე ონლაინ სწავლა მქონდა და არ მინდოდა იქ გაჩერება, ყველანაირი შესაძლებლობა და საშუალება მქონდა, რომ დავრჩენილიყავი. პატრიოტული შემოტევები იქაც მაქვს ხოლმე. გავიდა 5-6- თვე, რაც აქ ვარ. ცოტა შემეცვალა აზრი. მივხვდი, რომ მეც და თბილისსაც ცოტა პაუზა, დაფიქრება და შემართება გვჭირდება. ისე არ ვიგრძენი თავი, როგორც აქამდე ვგრძნობდი ხოლმე.

რა თქმა უნდა, ხალხი სხვა არის, ბევრნაირია. მახარებს, თბილისს რომ იცნობენ ადამიანები, მაგრამ არ მიყვარს, როცა ადამიანები მას ხმარობენ. მარტო იმიტომ რომ ჩამოდის რამდენიმე ათასი რუსი, რომ გააკეთოს ანგარიში და ისევ უკან გაიქცეს, ან მოვიდეს, იჩხუბოს, შეგაფურთხოს, გითხრას, რომ მისკენ უნდა იყოს და მერე მოტყდეს. როცა დახმარება სჭირდებათ, ინგლისურად ველაპარაკები. თუ ვხვდები, რომ ნეგატიური განწყობა აქვთ, ეგრევე ვწყვეტ ლაპარაკს. დიალოგი მაქვს ხოლმე. ზოგს უკვირს, ზოგი არ მეთანხმება. დიალოგს ვტოვებ მაშინ, როცა ძლიერ შავ მუხტს ვგრძნობ, რაც არ შეიცვლება. კამათი საჭიროა…“

რა ასწავლა გელა ჩარკვიანმა შვილიშვილს: „ის ბედნიერი წავიდა ჩვენგან…“

ვიდეო: ნანა ჩარკვიანი: „თითქოს ჩემი ცხოვრება არ განსხვავდებოდა სხვა უმამოდ დარჩენილი ბავშვების ცხოვრებისგან…“

ვიდეო: ირაკლი ჩარკვიანის ქალიშვილი მამის სიმღერას „საქართველო“ ასრულებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g