LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნანა ჩარკვიანი: „თითქოს ჩემი ცხოვრება არ განსხვავდებოდა სხვა უმამოდ დარჩენილი ბავშვების ცხოვრებისგან…“

2889
nanacharkviani

გელა ჩარკვიანის ქალიშვილი, ირაკლი ჩარკვიანის შვილი, ნანა ჩარკვიანი ბაია დვალიშვილის გადაცემას სტუმრობდა და მამისა და ბაბუის შესახებ ისაუბრა.

ნანა ჩარკვიანი:

თითქოს ჩემი ცხოვრება არ განსხვავდებოდა სხვა უმამოდ დარჩენილი ბავშვების ცხოვრებისგან… მაგრამ ძალიან პატარა ასაკიდან, თუნდაც დედაჩემი მეუბნებოდა, ირაკლის უთქვამს, რომ მეფეს ტიტული მხოლოდ მე, ქეთათოს და მაქსიმეს შეიძლებოდა გვქონოდა. პატარაობიდან ყველა სოციალურ პლატფორმაზე ზედმეტსახელად მეფე უკვე მქონდა. ბავშვობიდან იმ ლეგენდის პერსონაჟი ვიყავი და ამას მარტივად ვიღებდი, ასე აღვიქვამდი. ფსიქოლოგიურად ჩემზე ამან ის კვალი დატოვა, რომ მეტად თავდაჯერებული ვიყავი. მქონდა დიდი საოჯახო არქივი, ირაკლის მუსიკა, პოეზია, ნაწერები, რეალური გადაცემა, სადაც მეც ვართ და მაგრად ჩანს ჩვენი ბავშვობა და ურთიერთობა. გელა მთელი ცხოვრება აგროვებდა ისტორიას, ეს ძალიან მეხმარებოდა, რომ გამეცნო ირაკლი…

გელასთან თანაცხოვრების ყველაზე დიდი გამოცდილება მქონდა. ისეთი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, რომ ყოველთვის სწავლების ეტაპი იყო… ჩემი ბავშვობის დიდი დრო პარასკევი, შაბათი და კვირა მის კაბინეტში გავატარე. ბავშვობაში იქ რომ ვიძინებდი, მაწუხებდა, ვამბობდი, რატომ უნდა მიყურებდეს სტალინი, კენედი, ბუში. კარზე რაღაცები მქონდა გაკრული. ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე, მთლიანი ოთახი დამელაგებინა და ბევრი საინტერესო რამ ვიპოვე. ისეთი პროცესი აღმოჩნდა… აღმოჩენების, ემოციების, თითო რაღაცას რომ თავისი ისტორია ჰქონდა. რამდენი რამ დგას ამ ყველაფრის უკან, ამის გააზრება ძალიან საინტერესო იყო…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g