არაოლიმპიურ სახეობებში 2017 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია რადიო JAKO FM-ის იუბილეზე შედგა.
არაოლიმპიურ სახეობებში გასული წლის საუკეთესო სპორტსმენად საქართველოს ნომერ პირველი მოჭადრაკე, ევროპის ჩემპიონი და სწრაფ ჭადრაკში მსოფლიო პირველობის გამარჯვებული ნანა ძაგნიძე დაასახელეს.
ასევე საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ:
რაგბი – მიხეილ ნარიაშვილი
მკლავჭიდი – ლევან საგინაძე
უძლიერეს მამაკაცთა ფედერაცია – კოტე ჯანაშია
სამბო – ლევან ნახუცრიშვილი
სუმო – გიორგი მეშვილდიშვილი
ძალისმიერი სამჭიდი – გიორგი ბეროშვილი
ფუტსალი – არჩილ სეფისკვერაძე
ავტოსპორტი – დავით კვარაცხელია
უშუ – მარიამ თურმანიძე.
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა. გამარჯვებულები მედლებით, თასებით, სერთიფიკატებითა და საჩუქრებით დააჯილდოვეს.