აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის შეუძლოდ გახდომას ეხმიანება და წერს:
„ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოს კადრებიდან ექიმის თვალისთვის შესამჩნევია, რომ მას ნამდვილად აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. ხელი არ მიმიწვდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ზუსტ მონაცემებზე, მაგრამ კადრებიდან რაც ჩანს, მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს.
არ შეიძლება, სახელმწიფო ასე ცინიკურად ექცეოდეს ადამიანებს. არა აქვს მნიშვნელობა, ეს ადამიანი პრეზიდენტია, მემანქანე, დამნაშავე თუ წმინდანი.
ნორმალური სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას მოქალაქე, მიუხედავად მისი პოლიტიკურ-რელიგიურ-სოციალურ-ღირებულებით-ეთნიკური თუ კიდევ სხვა უამრავი ტიპის კუთვნილებისა. თქვენ, ვინც გადასახადებით უზრუნველყოფთ ამის ჩამდენი ჩინოვნიკების გასამრჯელოს, თქვენდაუნებურად ხდებით პროცესის თანამონაწილე. ზოგადად ყველაფერი, რასაც სახელმწიფოს სახელით მთავრობა სჩადის, არის ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობა, ვინც მას ირჩევს, ინახავს და მმართველობას უხანგრძლივებს. იგივე ეხება უკრაინასთან მიმართებაში ჩვენი ქვეყნის ორაზროვან დამოკიდებულებას.
ნანუკა ჟორჟოლიანი: „დაველოდოთ, როდის მოკვდება და შემდეგ მისი ფოტოები დავდოთ გატეხილი გულებით…“
როცა შეიძლება, სახელმწიფო ასე მოექცეს ადამიანს, ვისაც უწყვეტ რეჟიმში აკვირდება საერთაშორისო ინსტიტუტები, წარმოიდგინეთ, როგორ დაგჩაგრავენ მათ, ვისაც არავინ გიპატრონებთ, გისოსებს მიღმა რომ აღმოჩნდეთ.
თქვენი კეთილდღეობისთვისაა აუცილებელი, რომ ადამიანის ჯანმრთელობის უფლების მიმართ ასეთი ცინიკური დამოკიდებულება არ დაუშვათ.
P.S. ვიცი, რომ უამრავი სხვა პატიმარია მიუხედავი და სწორედ ამიტომ ვწუხვარ ყოფილ პრეზიდენტზე, ამ შემთხვევაში, როგორც უსამართლობის კრებით სახეზე. არც იმ 9 წლის შეხსენებაა საჭირო. წარსულში ჩადენილი ვერანაირი დანაშაული ვერ გაამართლებს მიმდინარე ან სამომავლოდ დაგეგმილ დანაშაულს“.
სააკაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა
“დავიკელი 12 კგ, კვირას დავკარგე ფეხების კონტროლი.. პრაქტიკულად ვერ ვიღებ საკვებს” – სააკაშვილი