LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა გეგეჭკორი: “დაივიწყეთ მკვლელი ქორწილები, თავყრილობები, კონცერტები, დაინდეთ ექიმები, დაინდეთ თუ გინდათ რომ გადარჩეთ…”

120
nanagegejkori-2021-01-29-10-53-22-000281

ამერიკაში მცხოვრები ექიმი ნანა გეგეჭკორი საქართველოში შექმნილ რთულ ეპიდსიტუაციას ეხმაურება და რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს.

ექიმი მოუწოდებს მოქალაქეებს მეტი პასუხისმგებლობის მოეკიდონ პანდემიურ ვალდებულებებს.

“ეს პოსტი 26 აპრილსაა დაწერილი. ჯერ კიდევ მაშინ, ინდოეთზე უარესი მდგომარეობა გვქონდა 100000 მოსახლეზე გადაანგარიშებული სიკვდილიანობის მიხედვით. სწორედ იმ დროიდან ჩანდა ის, რაც დღეს ხდება საქრთველოში და ამიტომ შევეცადე დაგხმარებოდით სინამდვილისთვის თვალის გასწორებაში.

დღეს საველე ჰოსპიტლებამდე მივედით…

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ისეთ გადატვირთულ ჯანდაცვას რომ ებაროს ჩემი სიცოცხლე, როგორიც დღეს ქართული სისტემაა მართლა ცხვირს არ გამოვყოფდი სახლიდან, უკიდურესი აუცილებლობის გარეშე.

თავს გაუფრთხილდით. ატარეთ პირბადე, დაიცავით დისტანცია, დაიცავით ჰიგიენის წესები უმკაცრესად. დაივიწყეთ მკვლელი ქორწილები, თავყრილობები, კონცერტები… გაუფრთხილდით ერთმანეთს. აღარაა დარჩენილი დიდი რესურსი ჯანდაცვის სისტემაში. ვერ გაუძლებს სამედიცინო პერსონალი ამ გადაღლას. უმძიმესია ქართველი ექიმის, ექთნის, ჰოსპიტალური სექტორის პერსონალის ყოველდღიურობა… გადაიღლებიან და ვეღარ მოგემსახურებიან. დაინდეთ ექიმები, დაინდეთ თუ გინდათ რომ გადარჩეთ…

გთხოვთ, გაუფრთხილდით თავს და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ პანდემიურ ვალდებულებებს…

სასწრაფოდ აიცერით, ამით სიკვდილისგან დამცავ ჯავშანს მოირგებთ მინიმუმ მთელი წლით, შეიძება მთელი ცხოვრებითაც (ამაზე ჯერ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს)…”,- წერს ნანა გეგეჭკორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g