LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა გეგეჭკორი: “ერთ-ერთი საუკეთესო დახმარება კოვიდ პაციენტებისთვის… გამოიყენება ერთჯერადად. პრეპარატის გადასხმა არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას”

429
გეგეჭკორი-ნანა

კორონავირუსის მკურნალობის საშუალებებთან დაკავშირებით ამერიკაში მოღვაწე ექიმი ნანა გეგეჭკორი კიდევ ერთ პოსტს ავრცელებს სოციალურ ქსელში.

“ერთ-ერთი საუკეთესო დახმარება კოვიდ პაციენტებისთვის. მაღალი რისკ ჯგუფის ინფიცირებულებში მძიმე კოვიდის პრევენცია მონომკლონალური ანტისხეულების გამოყენებით შესაძლებელია. გამოიყენება ერთჯერადად. პრეპარატის გადასხმა არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

ჩვენს ჰოსპიტალში უკვე დიდი ხანია ამას ვიყენებთ emergency room-ში. დაახლოებით ერთი საათი სჭირდება ინფუზიას და პაციენტი პირდაპირ ეწერება სახლში.

ვფიქრობ, საქართველოსთვის საუკეთესო საშუალება იქნება იმისთვის რომ მაქსიმალურად ბევრ პაციენტს აარიდოს თავიდან მძიმე კოვიდის განვითარების ალბათობა და შესაბამისად დაუცვას ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთვისგან.

ამონოკლონალურ ანტისხეულებზე კვლევების დეტალებს მოგვიანებით განვიხილავ”,- წერს ნანა გეგეჭკორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g