LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა გეგეჭკორი: „ის, რომ აცრილს კოვიდი დაუდასტურდა, ნორმალურია…“

232
news45555

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი ვაქცინების ეფექტურობასთან დაკავშირებით საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ამ დროისთვის არსებული არც ერთი ვაქცინა სრულად  არ იცავს ინფიცირებისგან. ყველა მათგანი იცავს დაავადების სიმპტომატური/ მძიმე ფორმების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან. ის, რომ აცრილს კოვიდი დაუდასტურდა, ნორმალურია. ეს ფაქტი არ ნიშნავს, რომ ვაქცინა არ მუშაობს. მეტიც, ერთეულ შემთხვევებში მძიმე ფორმების განვითარებაც შესაძლებელია, რადგან 100%-იან დაცვას არც ერთი ვაქცინა არ დაგვპირებია. ამერიკის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, ვაქცინაცია ნამდვილად ეფექტურია. იქ, სადაც მე ვმუშაობ, წინა კვირას მხოლოდ 4 კოვიდ-ინფიცირებული იყო, არც ერთი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მაშინ, როცა რამდენიმე თვის წინ იყო პერიოდები, 400-ზე მეტი ერთდროულად იყო მართვით სუნთქვაზე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g