აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი ერთ-ერთ ბოლო კვლევის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ პირბადე მაქსიმალურად ამცირებს კორონავირუსის გავრცელების რისკს.
ნანა გეგეჭკორი:
„იელის და სტენფორდის უნივერსიტეტების მიერ ბანგლადეშში ჩატარებულმა რანდომიზირებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ნიღბის რეგულარული ტარება მნიშვნელოვნად ამცირებს კორონავირუსის საზოგადოებაში ცირკულირების რისკს.
კვლევა 350000 ადამიანზეა ჩატარებული.
ამავე კვლევიდან ირკვევა, რომ ქირურგიული ნიღაბი (ქაღალდის მასალისგან, რომელსაც აფთიაქებში შეიძენთ) ბევრად უკეთ იცავს ვიდრე ნაჭრის.
ატარეთ ნიღაბი სწორად და დაიცავით ადამიანები სიკვდილისგან“.