LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა გეგეჭკორი: „მოწევა არ გაგხდით მოდურს, საინტერესოს.. პირიქით, კარგად განვითარებულ საზოგადოებებში მოწევა უკულტურობად ითვლება“

156
nanagegechkori-2021-10-07_12-53-17_561873

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი მწეველებს მიმართავს და რჩევას აძლევს.

“მოწევა ნამდვილად მავნებელია ჯანმრთელობისთვის.

მეცნიერულად დადასტურებულად, თამამად შემიძლია გითხრათ, სიკვდილს ყიდულობთ სიგარეტის ყოველ ღერთან ერთად.

ბავშვებო, ვინც სხვების გავლენით თუ უცოდინრობით უთამამდებით სიკვდილს, გახსოვდეთ, მოწევა არ გაგხდით მოდურს, საინტერესოს და ა. შ. პირიქით, ცივილიზირებულ, კარგად განვითარებულ საზოგადოებებში მოწევა უკულტურობად ითვლება.

უამრავი სხვა რამით შეიძლება გახდეთ საინტერესო.

ჯანმრთელი ცხოვრების წესით კი სიცოცხლეს გაიხანგძლივებთ, სხეულს გაილამაზებთ და გონებრივადაც უკეთ განვითარდებით.

ნუ მოიკლავთ თავს! არასდროს გაუსინჯოთ გემო საწამლავს!”,- წერს ნანა გეგეჭკორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g