LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა გეგეჭკორი: „საქართველოში ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსი გარდაუვალია…“

186
nanagegechkori-2021-03-26-09-33-53-846775

აშშ-ში მომუშავე ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს, რომ თუკი რეგულაციები არ იქნება დაცული და ვაქცინაციის ტემპი არ მოიმატებს, საქართველოში გარდაუვალია ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსი…

„თუ არ დავიცავთ პრევენციის წესებს, არ ავიცრებით და ყველა შესაძლებლობას არ გამოვიყენებთ კორონავირუსისთვის გავრცელების არეალის შესაზღუდად;

– ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსი გარდაუვალია.

– ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსი არ ნიშნავს მხოლოდ არასაკმარის საწოლებს. კოლაფსის ნაწილია გამოფიტული სამედიცინო პერსონალი, ამოწურული ტექნიკური შესაძლებლობები, ქაოსი რეგულაციებში და ა.შ.

– გადატვირთული ჰოსპიტალური სექტორი ნიშნავს, კოვიდის გარდა, ყველა სხვა სამედიცინო პრობლემისთვის არასაკმარის ყურადღებას. მაგალითად, პაციენტები მიოკარდიუმის ინფარქტით, ინსულტით, გულის უკმარისობით, პანკრეატიტით და ასე შემდეგ, ვერ მიიღებენ სამედიცინო დახმარებას რადგან მათთვის ფიზიკურად ადგილები აღარ დარჩება.  უკეთეს შემთხვევაში, მოუწევთ ისეთ გარემოში მკურნალობა სადაც კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი საფრთხეა. რამდენად ადვილი იქნება ამა თუ იმ მწვავე დაავადებას თანდართული კოვიდის უსაფრთხოდ გადატანა თავად განსაჯეთ… ასე დაიღუპა ამერიკაში უამრავი ადამიანი სახლში, სხვა არაკოვიდური დაავადებებით, პანდემიის პირველ კვირებში. ფიზიკურად ჰოსპიტალებს არ ჰქონდათ არანაირი რესურსი მათ მისაღებად.

ნუთუ, მართლა ღირს ეს ქორწილები, კონცერტები, და სხვა ტიპის თავყრილობები ამდენი ადამიანის სიცოცხლედ?..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g