LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა ჯანელიძე: „ეს კინოაკადემიის სამდივნოს ერთობლივი გადაწყვეტილებაა? თუ ეს ასეა, უარს ვაცხადებ კინოაკადემიის წევრობაზე…“

174
nana-janelidze

ცნობილი კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე უარს ამბობს, დარჩეს კინოაკადემიის წევრად. ამის შესახებ მან გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც მისი კოლეგის, სალომე ჯაშის ფილმი „მოთვინიერება“ კინოაკადემიამ თავისი კინოდარბაზის ეკრანიდან მოხსნა.

გთავაზობთ ნანა ჯანელიძის განცხადებას, რომელიც მისი ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა:

„ძალიან უცნაური ამბავი გავრცელდა – კინოაკადემიამ მოხსნა სალომე ჯაშის ფილმი „მოთვინიერება“თავისი კინოდარბაზის ეკრანიდან. ის, რაც წარმოადგენდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს, შემოქმედების თავისუფლება, ამ გადაწყვეტილებით ერთბაშად  ეჭვქვეშ დადგა. მით უმეტეს, რომ კინოაკადემია არის თავისუფალ კინემატოგრაფისტთა კავშირი და ის პირიქით, უნდა იცავდეს შემოქმედების თავისუფლებას და ამის სადარაჯოზე უნდა იდგეს.

იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ყოფილი კინოკავშირის წევრი მექანიკურად გადაიქცა კინოაკადემიკოსად და ალბათ მეც, მათ შორის,  ვემიჯნები ამ გადაწყვეტილებას და კითხვას ვსვამ – ეს კინოაკადემიის სამდივნოს ერთობლივი გადაწყვეტილებაა? თუ ეს ასეა, უარს ვაცხადებ კინოაკადემიის წევრობაზე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები