LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა ჯანელიძე: „თუ ბუჩას მოვლენებს არ აღიქვამ, როგორც საკუთარ სიკვდილს, გოდებას, სისხლს, განადგურებას, მაშინ იმ მოვლენების პოტენციური ჩამდენი ხდები…“

1128
nana

ცნობილი რეჟისორი ნანა ჯანელიძე ბუჩაში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და წერს, რომ ბუჩას ტრაგედიას თუ არ აღიქვამ, როგორც საკუთარ განადგურებას, ამ მოვლენების პოტენციური ჩამდენი ხდები:

„ყოველი დღე უფრო და უფრო საზარელი ხდება. თითქოს საცხოვრებლად აპოკალიფსის ფურცლებზე აღმოვჩნდით. მარიუპოლზე უარესი თუ რამე იქნებოდა, ვერ წარმოვიდგენდი და აი, ბუჩა… ბუჩას კადრების შემყურე გრძნობ, რომ საკუთარი გული სადღაც ცალკეა, ვეღარც ფეთქავს, მძიმე და გაყინულია… მაგრამ თურმე შესაძლებელია, ბუჩაში დატრიალებული სასაკლაოს  თანამზრახველიც გახდე. იმიტომ რომ თუ ბუჩას მოვლენებს არ აღიქვამ, როგორც საკუთარ სიკვდილს, გოდებას, სისხლს, განადგურებას, მაშინ იმ მოვლენების პოტენციური ჩამდენი ხდები.  ყოველი ადამიანი თუ სახელმწიფო, ვინც თვალს ხუჭავს, ან მხოლოდ სანქციებს აწესებს, ან ეხმარება, ან მკაცრად არ რეაგირებს ამ სისხლიან დანაშაულზე, თითოეული ბუჩელი  ბავშვის თავზე დატრიალებული ძალადობის და სისაძაგლის თანამონაწილე ხდება…

ჩვენ თვალწინ ბნელეთიდან გამოძვრა ურჩხული და ყველას შეთრევას ლამობს იქ“.

magti 5g