LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა კოსტავა გადააყენეს

3004
ნანა-კოსტავა

ნანა კოსტავამ, რომელმაც გუშინ სალომე ბარკერის მისამართით, ცინიკური კომენტარი გააკეთა, თანამდებობა დატოვა.

ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა, დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს.

 

ფრაქციას დღეიდან ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს.

“კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი. ამჟამად პოსტი წაშლილია. 

"კაი დღეში ხარ ახლა, იცინე" - საკრებულოს დეპუტატი სალომე ბარკერზე

ვებრძვი მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს, ჩემი პოსტიც ამას ემსახურებოდა და მეტს არაფერს.

ამ პოსტის შემდეგ კოსტავამ მორიგი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც განმარტა, რომ ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. გუშინვე, ქუთაისის  მერიის წინ, ქუთაისის საკრებულოდან ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების თავმჯდომარის ნანა კოსტავას გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g