LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა ლეჟავამ TV24 დატოვა

310
ნანა ლეჟავა

ტელეკომპანია TV24 არხის დირექტორმა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების თანაწამყვანმა, ნანა ლეჟავამ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ TV24 -ის საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელმა, იმედა დარსალიამ დაუდასტურა.

„[გადაწყვეტილება] არ ეხება სარედაქციო პოლიტიკას. მიიღო გადაწყვეტილება, რომ არანაირი ფორმით არ დარჩეს არხზე“, – ამბობს იმედა დარსალია.

კითხვაზე, გადაწყვეტილება უკავშირდება თუ არა ფინანსურ საკითხებს, იმედა დარსალია აცხადებს, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედის.

„ფორტუნა“ ცდილობს ნანა ლეჟავასთან დაკავშირებას. მისი პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ცნობისთვის, TV24-მა საცდელი მაუწყებლობა 10 ივნისს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g