წარმატებული და ცნობილი ბიზნესვუმენი ფუფა გოგლიძე 4 ივლისს იუბილარი გახლდათ.
დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო დახვეწილი გემოვნებით და მაღალი დონის ორგანიზებით გამოირჩეოდა.
განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო იუბილარის მასშტაბურმა, გრძელმა ტორტმა, რომელიც დაბადების დღის საღამოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი ელემენტია.
ღონისძიებას არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა.
სტუმრებს შორის იყვნენ პოპულარული ქართველი შემსრულებლები, რომლებმაც იუბილარს მუსიკალური შესრულებებით მიულოცეს.
იუბილეს ახალმა ტურისტულმა და გასტრონომიულმა სივრცემ „ასკანელი ფალესტრამ“ უმასპინძლა.
როგორც ფუფა გოგლიძის „ინსტაგრამ“ სთორებიდან ირკვევა, სცენაზე გამოჩნდნენ: ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, კახაბერ ცისკარიძე, ნინო ჩხეიძე და სხვა სახეები, რომელთა შესრულებებმა იუბილეს განსაკუთრებული მუხტი შემატა.
ცნობისთვის, ფუფა გოგლიძე ლეგენდარული მომღერლის, ნანი ბრეგვაძის შვილიშვილის, ლევან საყვარელიძის მეუღლე და მომღერალ ქრისტინე იმედაძის დეიდაა.
ვიდეო: როგორ ემზადებოდა ნანი ბრეგვაძის რძალი ქორწილისთვის – ცნობილია, ვის ეკუთვნის ფუფა გოგლიძის საქორწინო სამოსის დიზაინი
ნანი ბრეგვაძის შვილიშვილის, ლევან საყვარელიძისა და ფუფა გოგლიძის ქორწილი რამდენიმე დღის წინ შედგა. ხელისმოწერის ცერემონიას ქართული შოუ ბიზნესის უამრავი წარმომადგენელი ესწრებოდა.
მომღერალ ეკა მამალაძის ვაჟმა და ფუფა გოგილიძემ ჯვარი ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწერეს, გასულ წელს კი ხელის მოწერის ულამაზესი ცერემონია გაიმართა.