ლეგენდარული ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე 88 წლის გახდა. აღნიშნული თარიღი ნანიმ უახლოესი ადამიანების გარემოცვაში, საზღვაო კურორტზე აღნიშნა.
ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე „ინსტაგრამზე“ საზღვაო კურორტზე გადაღებულ კადრებს გვიზიარებს, როგორ მიულოცეს ნანის შვილიშვილებმა იუბილე.
მზის ულამაზესი ჩასვლის ფონზე ნანი ბრეგვაძემ, ეკა მამალაძემ, ნატალია ქუთათელაძემ, ფუფა გოგლიძემ იპოზიორეს და კადრები გაგვიზიარეს.