ნანიკო ხაზარაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ პასუხობს შეკითხვას, კარგი ოჯახური ურთიერთობები გამართლებაა თუ მას მუშაობა სჭირდება:
„ოჯახს მუდმივად მუშაობა სჭირდება. ყვავილს წყალს თუ არ დაუსხამ, ის აუცილებლად დაჭკნება და პირველ რიგში, ურთიერთობებს სჭირდება კვება, ეს ჩენი გასაკეთებელია…“
ნანიკო ასევე აღნიშნავს, რომ სახლს თავად ალაგებს და დამხმარე ქალი არ ჰყავს: „ეთერი როცა მაქვს, სახლიდან ათის ნახევარზე გავდივარ. მანამდე სახლი უკვე დალაგებული მაქვს, მტვერი – აღებული, „ვანა-ტუალეტი“, – გაპიწკინებული, სადილის ნაწილი გამზადებული და ისე მივდივარ სამსახურში. იქიდან რომ ვბრუნდები, რაც დამრჩა გასაკეთებელი, იმასაც მშვენივრად ვასწრებ და დასვენებისა და მეგობრებისთვისაც მყოფნის დრო…“
