LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა კალატოზიშვილი „ოცნებას“: „გაგეპარათ თაობა, რომელზეც ვერ მოასწარით თქვენი ნეგატივის გადმონთხევა, დაკომპლექსება და ესაა შედეგი…“

280
ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გუშინდელი კონცერტიდან აზიარებს „ყველას“ შესრულებას, რომელმაც მსმენელის დიდი გამოხმაურება გამოიწვია და წერს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ზიზღით სავსე პოსტები იმის მანიშნებელია, რომ მათ არ მოსწონთ საზოგადოების ერთობა:

„რაც უნდა პოსტონ ქოცებმა ამ კონცერტზე, რეალობა ესაა და მესმის ეს, რომ აუტანელია თქვენთვის. არადა, როგორ შეგვიძლია ხალხს ვიყოთ ერთად ამ ყველაფრის ნაწილი და რა სამწუხაროა, რომ ზიზღის მეტს არაფერს თესავთ და გითესიათ ამდენი წელია.

გაგეპარათ თაობა, რომელზეც ვერ მოასწარით თქვენი ნეგატივის გადმონთხევა, დაკომპლექსება და ესაა შედეგი. ქოცებს რეალურად რომ გადარდებდეთ მშვიდობა, მინიმუმ ზიზღსა და აგრესიას არ უნდა თესავდეთ საკუთარ ხალხში, არადა, ყველაფერს აკეთებთ საპირისპიროდ. მარტო ეგ ერთი მიზეზიც მყოფნის, რომ არ მომწონდეთ, რა სიმძაფრითაც ებრძვით ერთობას და როგორ ცდილობთ, ყოველი მისი გაელვება ჩაკლათ…“

magti 5g