LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა კალატოზიშვილი: „შეეძლო ზელენსკის ომის აცილება? რა თქმა უნდა, თუ ცნობდა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობას, ყირიმს გადაულოცავდა რუსეთს, გადადგებოდა და დასვამდა მთავრობას, რომელსაც რუსეთი ლობირებს…“

6894
nanka

ნანკა კალატოზიშვილი პასუხობს კითხვას, შეეძლო თუ არა ომის თავიდან აცილება ვოლოდიმირ ზელენსკის:

„შეეძლო თუ არა ზელენსკის აეცილებინა ომი? რა თქმა უნდა, შეეძლო, თუ ცნობდა  დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. ყირიმს გადაულოცავდა რუსეთს, გადადგებოდა და დასვამდა მთავრობას, რომელსაც რუსეთი ლობირებს, რუსულ ენას გამოაცხადებდა სახელმწიფო ენად, ნატოსკენ არც გაიხედებოდა, არც იფიქრებდა დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე. მაშინ კი შეეძლო. უნდა დაეთმო ეს ყველაფერი? არა! გაჩერდებოდა ამაზე რუსეთი? რა თქმა უნდა, არა. ჰოდა ნუ გაა…კეთ „ომი როგორ არ აიცილას“ ძახილით, რომელიც არ დაუწყია. მის მიწაზე მივიდნენ, მის მიწას აოხრებენ, მის ხალხს კლავენ და თქვენ თუ ამ ყველაფერს დათმობდით, ეს უკვე თქვენი პრობლემაა, თან სერიოზული!“

ნანკა კალატოზიშვილი: „ჯერ იყო „აბა, მიშა გინდათ“, ახლა ამბობენ: „აბა, ომი გინდათ?“

ნანკა კალატოზიშვილი: „ჩვენ, ხალხმა მაინც გამოვაცხადოთ გლოვის დღე…“

“სულ მეყვარება…სულ მისი ზურგი ვიქნები, ეს ზუსტად ვიცი” – ნანკა კალატოზიშვილი პირადი ცხოვრების შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g