LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სულ მეყვარება…სულ მისი ზურგი ვიქნები, ეს ზუსტად ვიცი” – ნანკა კალატოზიშვილი პირადი ცხოვრების შესახებ

40083
BeFunky-collage (6)

ცნობილი მსახიობი და ტელესახე ნანკა კალატოზიშვილი თათია შარანგიას გადაცემა „სთორის“ სტუმრობდა.

გადაცემაში ნანკამ პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა და კალათბურთელ ირაკლი კედიასთან დაშორების ამბავსაც შეეხო.

„როცა გარდაიცვალა, მისი ფეხსაცმელებით დავდიოდი“ – რას ჰყვება ნანკა კალატოზიშვილი მამაზე, რომელიც აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა

„მე როცა ვშორდები ადამიანის მერე აღარ მაქვს ხოლმე არანაირი განცდა, წერტილის დასმამდე არის მტკივნეული გზა, ამ წერტილს ან სვამ ან არ სვამ.

წერტილამდე რთულად მივდივარ…

მე არ მესმის იმ ქალების, რომლებიც ათჯერ ალაგებენ, მიდიან, მოდიან.

ფასეულობებში აცდენაა რეალურად. ადამიანთან, არ უნდა გჭირდებოდეს ინსტრუქციით ცხოვრება…“- თქვა ნანკამ.

როგორც მსახიობმა აღნიშნა, ირაკლი კედია მისი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული იყო.

„დანის მამაა, სულ მეყვარება. იმდენად კარგი ურთიერთობა გვაქვს, რაღაც პერიოდი ხალხს ეგონა, რომ შევრიგდით.

ჩემი ოჯახის წევრია, სულ მისი ზურგი ვიქნები, ეს ზუსტად ვიცი და სულ მენდომება, რომ დანის მამა იყოს ბედნიერი.

ძალიან მჭირდება, რომ დანის მამა იყოს ბედნიერი,“ – აღნიშნა ნანკამ.

წამყვანის კითხვაზე არის თუ არა ნანკა დღეს შეყვარებული, მსახიობმა უპასუხა:

„არა. აი ასე შეკვეთით არ ვიცი როგორ ხდება ეგ.

უნდა გამოჩნდეს ვიღაც, რომ ვიგრძნო.

მე ვერ ვხვდები, ასეთ გრადუსში სიყვარული კიდე თუ შეიძლება, არ ვიცი…“- აღნიშნა ნანკამ.

ნანკა კალატოზიშვილი გია ჭანტურიას დაუპირისპირდა: „მიხეილ სააკაშვილი ძალიან ბევრი ადამიანისთვის არ არის მხოლოდ პუტინის ტყვე და ამისი გააზრება, გაგება და მიღება გიჭირთ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g