LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა კალატოზიშვილი: „ვერ დავამადლი ვერავის ქუჩაში გასვლას, მე იქ ქვეყანამ გამიყვანა და ჩემს წილ პასუხისმგებლობას ამით გამოვხატავ…“

350
ნანკა მთავარზე

მსახიობი და ტელესახე ნანკა კალატოზიშვილი 3 ივლისის განვლილ აქციას აფასებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანას მიზნის მიღწევამდე ექვსი თვე აქვს დარჩენილი:

„არასდროს ვყოფილვარ აქციის ორგანიზატორი, არ ვიცი, ეს რამხელა შრომასთან და ნერვებთან არის დაკავშირებული, გარდა იმისა, რასაც საკუთარი თვალით ვხედავ და ვისმენ. ერთადერთი, რაც ვიცი, არის ის, რომ უნდა ავდგე და გავიდე აქციაზე. არც ვინმესგან დამუხტვას ველი, რადგან ვიცი,  რომ 6 თვე აქვს ამ ქვეყანას დარჩენილი მიზნის მიღწევამდე და ეს მუხტი  ჩემში უნდა იყოს, სურვილი და მოტივაცია, რომ რამე შეიცვალოს და ბელარუსს არ დავემსგავსოთ. ვერ დავამადლი ვერავის ქუჩაში გასვლას, მე იქ ქვეყანამ გამიყვანა და ჩემს წილ პასუხისმგებლობას ამით გამოვხატავ. 6 თვეს აკლდება ყოველი  შანსის დღე და წამზომი ჩართულია. ეს უნდა გვახსოვდეს ყველას, ამაზე მეტი მუხტი რა უნდა იყოს, არც ვიცი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები