ცესკოს მონაცემებით, წალენჯიხა ქვეყნის ერთადერთი თვითმმართველი ერთეულია, რომელშიც ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდარს, გიორგი ხარჩილავას 51.11% აქვს, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატს, გიორგი გულორდავას – 48.89%.
აღნიშნულ შედეგსა და ზოგადად, ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნების ტურს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმიანება.
“მოგესალმებით მეგობრებო:)
24 საათი დაბლოკილი ვიყავი და დაგიბრუნდით:)
მე, ვიყავი მათ შორის ვისაც სჯეროდა რომ ეს არჩევნები ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას გამოხატავდა და სამწუხაროდ, ამ ასაკში ძალიან მიამიტი აღმოვჩნდი:)
ბიძინამ არჩევნები გააუქმა და რა სიმბოლურია რომ მხოლოდ წალენჯიხას გაუფორმა მოგება:)
უნდა წალენჯიხა?
ჰოდა მიიღოს წალენჯიხა
ვიწყებთ დღეიდან და ვიკრიბებით რუსთაველზე, შვიდ საათზე”,- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ, რომელმაც ცესკოს მონაცემებით არჩევნები წააგო, „ლელოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბრძოლას გააგრძელებს და გეგმას დღეს საღამოს 7:00 საათზე გააცნობს მის მხარდამჭერებს.
ნიკა მელია: დღეს საღამოს 7:00 საათზე გელოდებით რუსთაველზე, გაგაცნობთ ჩვენი ბრძოლის გეგმას