LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: „ჩემი ოჯახი წელს ასე გამოიყურება, ამიტომ ბავშვებო, დედებო, მამებო, ბებიებო, ბაბუებო, ჩვენს ოჯახს გაუმარჯოს“

157
ნანუკა ჟორჟოლიანი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დღეს, 17 მაისს არ გაიმართება.

როგორც აქციების ერთ-ერთი აქტიური წევრი, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, დღეს აქტივისტებისთვის უქმე დღეა.

„და როგორც იქნა, ჩვენი უქმე დღეც დადგა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ჩემი ოჯახი წელს ასე გამოიყურება, ამიტომ ბავშვებო, დედებო, მამებო, ბებიებო, ბაბუებო, ჩვენს ოჯახს გაუმარჯოს,“ – წერს ნანუკა და ფოტოს გვიზიარებს.

ცნობისთვის, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, თბილისსა და რეგიონებში საზეიმო მსვლელობა გაიმართება.

მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ არის გამოცხადებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები