LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: „მზია შიმშილობს უკვე 16 დღეა. განგაში! ყოველი წუთი და წამი ვიცოდეთ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“

132
ნანუკა ჟორჟოლიანი, მზია ამაღლოლბელი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი უკვე მე-16 დღეა შიმშილობს და ჟორჟოლიანის თქმით, ყველა შესაბამის ზომას უნდა მიმართონ, დაკავებული ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად.

„მზია ამაღლობელი შიმშილობს 12 იანვრიდან. არის სრულ შიმშილობაზე. იღებს მხოლოდ წყალს… მიუხედავად იმისა, რომ ბევრ თხოვნას იღებს შიმშილობის შეწყვეტის შესახებ, იმდენად დიდია უსამართლობა, რომელსაც განიცდის, რომ მას ვერ წარმოუდგენია ამასთან თანაზიარობა“ – ნონა ქურდოვანიძე

„მზია შიმშილობს უკვე 16 დღეა.

განგაში!

ყველა ზომას უნდა მივმართოთ, რომ ყოველი წუთი და წამი ვიცოდეთ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

„ალბათ ყველაზე კარგად ვიცი რა საგანგაშოა 15 დღე წყალზე ყოფნა, შეუქცევადი პროცესები დაიწყება მალე! ამიტომ, ექიმებო, ყველამ ავტეხოთ განგაში მერე გვიანი არ იყოს“ – ხოშტარია ამაღლობელზე

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო. მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

დაკავებულმა რეზო კიკნაძემ მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა

დაკავებულმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად შიმშილობა დაიწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g