LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: „რუსთავი 2“-ის გაკოტრებისთვის არის საჭირო შოუ, რომელსაც პროკურატურა დგამს…“

210
nanuka jojrjln news11

დღეს პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას ბრალი წარუდგინა. ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორი დღესვე დაიბარეს პროკურატურაში ბრალის გასაცნობად.

ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება მისი მეგობარი და ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი:

„რ2 უნდა გააკოტრონ. სხვანაირად ქიბარს ხელში შერჩება მილიონობით დავალიანება და ასევე საჭირო მილიონები, რომ მიმდინარე ვალდებულებები ისტუმროს. ბიძინა მას ფულს არ ჩაუსხამს. გაკოტრებისთვის საჭიროა ეს შოუ, რომელსაც პროკურატურა დგამს.

მაგრამ პროკურატურის შოუ ყოველთვის დაბალხარისხიანია და ახლაც გაბანძდებიან.

სულ ესაა.

ხო, მართლა. რ2 ასეთი ფორმით და შინაარსით არ იარსებებს. დავწერ მაინც“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g