ტელეჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ მისი ინფორმაციით, შესაბამისი ორგანოები „ნანუკას ფონდის“ დაყადაღებას აპირებენ.
ნანუკა ჟორჟოლიანი მოუწოდებს მოქალაქეებს, დროებით, ფონდში თანხა აღარ ჩარიცხონ:
„სანდო წყარო მეუბნება, რომ ფონდის დაყადაღებას აპირებენ. მეგობრებო, ამ ეტაპზე, აღარ ჩარიცხოთ ფონდში თანხა. დაველოდოთ რას იზამენ“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
ამასთან, ნანუკა კიდევ ერთ სტატუსს აქვეყნებს და წერს:
„წინააღმდეგობების დროს ისე ვძლიერდები, მეშინია, თურქეთში ფეხით არ გადავიდე ჩაფხუტების, აირწინაღების და სათვალეების საყიდლად.
ახალგაზრდებო, დახურავენ ერთ გზას? გამოჩნდება მეორე, მეორეს? მესამე.
არც ერთი ნაბიჯი უკან არ იქნება. ბოლომდე დღემდე ვიქნები თქვენი მსახური ამ ბრძოლაში!“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ცნობისათვის, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად, მოქალაქეები „ნანუკას ფონდში“ რიცხავენ თანხას, რომელიც აქციის მონაწილეებისთვის ხმარდება საჭირო ინვენტარს, მათ შორის, საწვიმრებს, აირწინაღებს და სათვალეებს. ამასთან, მარტისა და მაისის საპროტესტო აქციების დროს, ფონდიდან თანხები ირიცხებოდა აქციებზე დაკავებულებისა და დაჯარიმებულებისთვის.
სანდო წყარო მეუბნება რომ ფონდის დაყადაღებას აპირებენ. მეგბრებო ამ ეტაპზე აღარ ჩარიცხოთ ფონდში თანხა. დაველოდოთ რას იზამენ 😎
Posted by Nanuka Zhorzholiani on ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024
წინააღმდეგობების დროს ისე ვძლიერდები, მეშინია თურქეთში ფეხით არ გადავიდე ჩაფხუტების, აირწინაღების და სათვალეების…
Posted by Nanuka Zhorzholiani on ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024