ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ოპოზიციის მისამართით ავრცელებს მიმართვას და წერს, რომ “ყველაფერია ჩვენი ბრალია, რაც გვჭირს”.
“ახლა, რომელიმე ოპოზინციონერს ეყოს ტ**ი და გამოაცხადოს ბრძოლა ბოლომდე, ოღონდ არ დანებდეს! მერე პარლმენტში არ დაუჯდეს ღარიბაშვილის დეპუტატებს. მერე ოპოზიციონრებმა არ დაიწყონ, აუუუ ჩვენ იმასთან არ დავდგებით და ვინც დაიწყებს, დაახვიოს ღარიბაშვილთან.
ახლა მაინც შევთანხმდეთ რომ ესენი წასასვლელები არიან და ყველაფერი ჩვენი ბრალია რაც გვჭირს! დღეს რომ 50 მდე ჟურნალისტი ცემეს და ტურისტი დაჭრეს ეგეც ჩვენი ბრალია!
ღარიბაშვილებს თუ არ დავახვევინეთ, უარესს მივიღებთ არჩევნებზე”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლი გახდა 55 ადამიანი, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია. პოლიციამ ძალადობის ფაქტებში მონაწილე 8 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით. არ კონკრეტდება, რომელ ინცინდენტებში მონაწილეობდნენ დაკავებული პირები.