LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანის პირველი კომენტარი „რუსთავი 2“-დან გათავისუფლების შემდეგ

666
62236499-2780184422053523-3833947894449176576-n

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის პაატა სალიას გადაწყვეტილებით, ნანუკა ჟორჟოლიანი, ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია და არხის სხვა თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს.

“ფორტუნა” ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს დაუკავშირდა. როგორც მან აღნიშნა, ამ ამბის შესახებ პრესკონფერენციიდან გაიგო.

“ორჯერ მქონდა მასთან შეხვედრა, სტუდიას განვიხილავდით, როგორი უნდა ყოფილი ახალი სტუდია. ოღონდ ეს იყო მანამდე, როცა ამბობდნენ, რომ ყიდდნენ. დღეს ტექნიკურის თანამშრომლები შევიდნენ, უნდა გაევლოთ ჩემი სტუდიის შესახებ დეტალები და ამის მერე გამაგებინეს, რომ მომხსნეს სამსახურიდან. ჩემი პოლიტიკური პოზიცია დეკლარირებული იყო, ანუ რას ნიშნავს ეს – მე თუ მიშა სააკაშვილი მევასება როგორც პოლიტიკოსი, არხზე მუშაობის უფლება არ მაქვს. ანუ ამ არხზე მუშაობს მხოლოდ ის, ვინც ბიძინას მოსწონს, ან ნეიტრალური პოლიტიკურად,” – აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, მას ხელშეკრულება 2020 წლის ბოლომდე ჰქონდა გაფორმებული.

“გამიწყვიტეს ხელშეკრულება. არ ვიცი, ჯერ სამართლებრივ ბრძოლას ვგეგმავ თუ არა, ძალიან ახალია ეს ამბავი ჩემთვის. პაატა სალია ცრუობს. მე მესმის, რომ თამარ კორძაიას ნათესავია და პატივს ვცემ, მაგრამ ცრუობს, როცა ამბობს,  რომ ახლა მიიღო გადაწყვეტილება. ხელფასიც კი არ მოგვცეს სრულად, ჩვენ ვიცოდით, რომ გვიშვებდნენ.  ვინც მოჰყავს, იმან მოითხოვა გასუფთავება. მას, ვინც მოჰყავთ, მიშას ხელისუფლებაც „გაპრავებული“ ჰყავს და „ქართული ოცნებაც“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g