LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

327
nanuka zhorzholiani

ტელეწამყვან, „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში პროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს საკუთარ ფეისბუკგვერდზე.

როგორც ჟორჟოლიანი აღნიშნავს, „ჩხრეკაზე მივიდნენ“ სხვა ფონდების დამფუძნებლებთანაც.

„ჩხრეკაზე მოვიდნენ ჩემთან. ყველა ფონდის დამფუძნებელთან შევიდნენ“. – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

მოგვიანებით ჟორჟოლიანი მობილური ტელეფონით „ფეისბუკის“ პირდაპირ ეთერში გავიდა, თუმცა მისი ჩართვა მოულოდნელად გაითიშა.

ვიდეო: „თუ ფონდს ყადაღა არ მოხსნეს, ალტერნატივას გავუჩენ ბავშვებს, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებათ და ალტერნატივა იქნება პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების დახმარება“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ვიდეო: „სინამდვილეში საერთოდ არაფერი არ გაჩერდება, უბრალოდ სხვა ფორმას მიიღებს“ – მარიამ გეგუჩაძე „ნანუკას ფონდის“ დაყადაღებაზე

საქველმოქმედო ფონდების ხელმძღვანელების სახლების გარდა, ჩხრეკა მიმდინარეობს სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლშიც. ფაქტის ამსახველ ვიდეოს აქტივისტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ვიდეოდან ირკვევა, რომ პროკურატურის თანამშრომლები აქტივისტის სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე შევიდნენ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 17 მარტს, საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა „ნანუკას ფონდის“ , „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის, „სირცხვილიას“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება.

პროკურატურის ცნობით, აღნიშნული ფონდები მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს წარმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის, ისევე როგორც ამ დანაშაულების ჩასადენად საჭირო ინვენტარის და საშუალებების შეძენისთვის.

„კონკრეტული ფონდების ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა მიმართულია სამართალდამრღვევი პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად. ხდება სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა და სხვა სახის პირადი თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა“, – ეწერა პროკურატურის განცხადებაში.

გია ვოლსკი: „ნებისმიერი ფონდი უნდა იყოს გამჭვირვალე, როცა ის პირდაპირაა ჩართული პოლიტიკური პროცესების განვითარებაში, მით უმეტეს, თუ საქმე არის იმ სცენარის ნაწილი, რასაც რევოლუცია ჰქვია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g