LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ფორჩხიძე საცხოვრებლად საფრანგეთში გადადის: „აქ მაინც დათოს შვილი ვარ, იქ მის შესახებ არავინ იცის და მინდა, ყველაფერი ნულიდან დავიწყო…“

1320
ნანუკა და დათო ფორჩხიძეები

დათო ფორჩხიძის მომღერალი ქალიშვილი შემდეგი წლიდან საფრანგეთში გეგმავს საცხოვრებლად გადასვლას. ამის შესახებ ის ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება:

„უკვე 12 წელია, ჩემი მამიდა და მამიდაშვილები საფრანგეთში ცხოვრობენ. მე ძალიან ვიყავი მათზე მიჯაჭვული და მიჭირს მათ გარეშე აქ ცხოვრება, ამიტომ ვცდილობ, ხშირად ჩავიდე და მოვინახულო. საფრანგეთში საცხოვრებლად გადასვლის გადაწყვეტილება, პირველ რიგში, მათ გამო მივიღე.

ვფიქრობ, რომ შემდეგი რამდენიმე წელი საფრანგეთში განვაგრძობ საქმიანობას, თუმცა მერე ისევ საქართველოში დავბრუნდები, იქ სამუდამოდ დარჩენას არ ვაპირებ. მინდა, საქართველოში უფრო ძლიერი ჩამოვიდე.

აქ უკვე გიცნობენ, კარიერულად გარკვეული გზა გაიარა და ამის დათმობა რომ გიწევს, გული არ გწყდება?

პირიქით, ეს არის ჩემი წასვლის ერთ-ერთი მიზეზი. აქ მაინც დათოს შვილი ვარ. იქ ამის შესახებ არავინ იცის და მინდა, ყველაფერი ნულიდან დავიწყო. ჩემი თავი გამოწვევის წინაშე უნდა დავაყენო. ვნახოთ, რას მივაღწევ ქვეყანაში, სადაც არავინ მიცნობს. მინდა, რომ დათოს იმედები გავუმართლო…“

ვიდეო: „დიდხანს გელოდი“ – დათო ფორჩხიძე ქალიშვილთან ერთად სიმღერის ახალ ვერსიას ასრულებს

ვიდეო: დათო ფორჩხიძემ “თოვლი მოსულა” ქალიშვილთან ერთად შეასრულა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g