დათო ფორჩხიძემ “რუსთავი 2”-ის საახალწლო ეთერში მიიღო მონაწილეობა. კონცერტზე მან ქალიშვილთან, ნანუკასთან ერთად შეასრულა სიმღერა, რომელიც ყველა ახალ წელს ძალიან აქტუალურია “სახის” რეპერტუარიდან. “თოვლი მოსულას” ახალ ვერსიაში მამა- შვილს აკომპანემენტი პიანისტმა ლუკა თოფურიამ გაუწია.