ნაომი ქემპბელი ბრაზილიის აეროპორტში პაპარაცების ობიექტივში მოხვდა. თუმცა, „შავი ავაზა“ არა ჩვეული გრაციით, არამედ მენეჯერის თანხლებით გადაადგილდებოდა – ის ინვალიდის სავარძლით მოძრაობდა, ხოლო როდესაც წამოდგომა მოისურვა, ყავარჯენი მოიშველია.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, სუპერმოდელს ართრიტი აწუხებს, რომლის დიაგნოზიც ექიმებმა მას წლების წინ დაუსვეს და რომლის გამოც მოდელის კარიერის შეწყვეტასაც სთხოვდნენ, ასევე ქუსლიანი და უხერხული ფეხსაცმლის გამოყენებაც აუკრძალეს. მაშინ მან მკურნალობის კურსი ჩაიტარა და კარიერა განაგრძო.
როგორც ჩანს, ეფექტი ხანმოკლე აღმოჩნდა.