ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძარობა აღდგენილია.
როგორც “ფორტუნას” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ინტენსიური თოვის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მხოლოდ მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.