LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარეკვავი-მცხეთის გზაზე ახალი ხიდი შენდება

40

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის მე-2 კმ-ზე, ახალი სახიდე გადასასვლელი შენდება.

პროექტის ფარგლებში, არსებული სწორკუთხა მილ-ხიდის ნაცვლად მოეწყობა ახალი სახიდე გადასასვლელი.

ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზა ქალაქ მცხეთაში გადის და ქალაქის ძირითად სატრანსპორტო არტერიას წარმოადგენს.

ახალი სახიდე გადასასვლელი, უზრუნველყოფს ამ მონაკვეთზე მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 569 000 ლარია. პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ხიდი კომპანია „british petroleum“-ის მფლობელობაში არსებულ დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენს კვეთს, რის გამოც პროექტი განსაკუთრებული სიფრთხილით ხორციელდება.

ხიდზე მიმდინარე სამუშაოები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გივი ჩოჩიამ დაათვალიერა.

fortuna.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები