საქართველოში ნარინჯისფერი რთველი დასკვნით ფაზაში შედის – 20 დეკემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 19,496 ტონა შეადგინა. გასულ წელს, ამავე პერიოდში ექსპორტირებული 16,169 ტონა იყო.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ექსპორტის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რჩება: რუსეთი (12,508 ტ) და უკრაინა (4,200 ტ), ასევე სომხეთი (2,269 ტ), ყაზახეთი (138), ბელორუსია (80 ტ.), ყირგიზეთი (60 ტ), ლატვია (40 ტ), ყაზახეთი (138 ტ).
