LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოდანაშაული თბილისში: დაკავებულია ერთი ადამიანი

104

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა, 30 აბი „სუბოქსინი“, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,2330 გრამ “ბუპრენორფინს” შეიცავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოლოგიური შემოწმებით დადგინდა, რომ მოქალაქე დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

უწყებაში ადასტურებენ, რომ დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g