LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოგამსაღებლებთან მიმართებით საჭიროა კიდევ უფრო სიმკაცრე – თეა წულუკიანი

58

ნარკოპოლიტიკაზე ძალიან აქტიური მსჯელობები მიმდინარეობს გუნდის შიგნით და ყველა იზიარებს, რომ სისტემას გაადამიანურება და მეტი ჰუმანურობა სჭირდება, როცა საქმე ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებას ეხება,  ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით მეტი სიმკაცრეა საჭირო.

„ის, რომ სისტემას გაადამიანურება, უფრო მეტი ჰუმანურობა სჭირდება, როცა მოხმარებას ეხება საქმე, ეს არის ფაქტი და პრინციპულად ამას ყველა იზიარებს. თუმცა როგორი უნდა იყოს კონკრეტიკაში სისტემა, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. რაც შეეხება გამსაღებლებს, აქაც არის შეჯერებული აზრი, რომ საჭიროა არამც თუ ის სიმკაცრე, რაც დღეს არის, არამედ კიდევ უფრო დიდი სიმკაცრე,“ – განაცხადა მინისტრმა.

სხვა დეტალებზე მისი თქმით, პოზიციები შეჯერების შემდეგ გახდება ცნობილი.

„დანარჩენი უკვე, როგორი კანონი იქნება, მუხლები როგორ ჩამოყალიბდება და რომელ ნივთიერებასთან მიმართებაში როგორი მიდგომა იქნება, “მარიხუანასთანაც”, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებები გამოიტანა და ისინი გასათვალისწინებელია, კლუბურ ნარკოტიკთან, “ჰეროინთან” თუ სხვა ნივთიერებასთან მიმართებაში, ამაზე შეჯერებული პოზიციები მალე გახმოვანდება,“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g