ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს ნარკოლოგიური კლინიკის თანადამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი, თათა ასათიანი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოში ნარკოდამოკიდებული გოგონების რიცხვი გაიზარდა.
თათა ასათიანი:
„სამწუხაროდ, მოზარდ გოგონებში გაიზარდა ნარკოტიკების მოხმარება, ძირითადად, მარიხუანაზე და სინთეზურ სტიმულატორებზეც. ადრე ჩვენთან ბიჭები უფრო მეტად მოიხმარდნენ, ვიდრე გოგონები. სამწუხაროდ, გოგონების რაოდენობამ თანდათანობით მოიმატა, აშკარად იზრდება და ეს ჩვენი კლინიკური გამოცდილებით შეგვიძლია გითხრათ…“