LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ამფეტამინის საგანგაშო მოხმარების შესახებ წერს

1054
zura-sikharulidze

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე მორიგ პოსტს ავრცელებს, სადაც ამფეტამინის მოხმარების და მისგან გამოწვეული შეუქცევადი ფსიქიკური დაავდებების შესახებ წერს.
გთავაზობთ ცნობილი ექიმის სტატუსს:

“რაც დღეს ხდება ამფეტამინის მოხმარების თვალსაზრისით საქართველოში უკვე ყველა საზღვარს გადასცდა, კატასტროფის წინაშე ვდგავართ და გამოსავალიც არ ჩანს, ვინაიდან ამ ნივთიერების მომხმარებლები არ თვლიან, რომ ეს არის პრობლემა. ახალი მიდგომები, რაც დღეს მსოფლიოშია არც ინერგება და არც საუბრობს ამაზე არავინ. უნდა ვისაუბროთ, როგორ შევამციროთ ზიანი, რომელიც მოაქვს ამ ნივთიერებას და რას მივიღებთ შორეულ პერსპექტივაში თუნდაც 5 წლის შემდეგ. ის ფსიქოპათლოგია, რომელიც ვითარდება ამ ნივთიერების მოხმარების დროს დიდ შეშფოთებას იწვევს და განვითარებული ქცევითი და ფსიქიკიკური აშლილობა ძალიან რთული სამართავია და ზოგჯერ საერთოდ უმართავიც. პერსპექტივაში მივიღებთ ძალიან დიდ კოჰორტას ადამიანების, რომლებიც ორმაგი დიაგნოზების მქონე იქნებიან. დღევანდელი სისტემა მაგისთვის არ არის მზად და არც უჩანს პირი, რომ მოემზადება ან რამეს იზამს. თუ ჩვენ არ გავითვალისწინეთ და არ დავნერგეთ საერთოშორისო პრაქტიკა ამ ნივთიერების ზიანის შესამცირებლად ნამდვილად დიდი კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით. მარტო მედიკალიზაცია ამ პრობლემის არაფერს მოიტანს, სჭირდება სოციალური მიდგომების განვითარება რითი დავეხმაროთ ასეთ ადამიანებს, ვინც აირჩია ეს გზა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g