LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკომოვაჭრე სპორტქარების კოლექციონერი აღმოჩნდა

59
ac420bccff84efd954a429e488f5566d1a4317df

41 წლის კორი ტეილორი, რომელიც პოლიციამ 62 კილოგრამი მარიხუანით დააკავა, თავის ავტოფარეხში ძვირადღირებული სპორტქარების კოლექციას ინახავდა.

მასაჩუსეტსის შტატის პოლიციამ მასშტაბური სპეც–ოპერაცია ჩაატარა და 41 წლის ნარკომოვაჭრე დააკავა. კორი ტეილორს ფურგონი მარიხუანით ქონდა სავსე, ის თავს FedEx–ის კურიერად ასაღებდა და ირწმუნებოდა რომ შეკვეთების დარიგებით იყო დაკავებული. ოფიცრებმა მას არ დაუჯერეს და დააპატიმრეს.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, ნარკოტიკებით მოვაჭრე სპორტქარების კოლექციონერია და მის ავტოფარეხში 37 საკმაოდ საინტერესო ავტომობილი ინახებოდა.

დამნაშავეს რვა  Toyota Supra Mk4, სამი Nissan GT-R, ხუთი უნიკალურ ფერში შესრულებული BMW M3 E46, სამი BMW M3 E92 (მათ შორის ერთ–ერთი — Lime Rock Edition), სამი Nissan Skyline R34,  Honda S2000, Mitsubishi Lancer Evolution, ასევე სხვა ბევრი საკულტო სპორტქარი აღმოაჩნდა.

კიდევ 8 „ეგზოტიკური ავტომობილი“ პოლიციამ სხვა ადგილას იპოვა და მათ შესახებ დეტალები არ ზუსტდება. ტეილორის სახლში ასევე ნაღდი ფული – მილიონი დოლარი და ცეცხლსასროლი იარაღი ნახეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები