LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკორეალიზაციის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს

131
ნარკორეალიზატორები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკორეალიზაციის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

„წინასწარი შეთანხმებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების, გასაღების მომზადების, გასაღების მცდელობისა და შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული არიან:

ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული უ.ჰ.; აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული ო.ა.; 2000 წელს დაბადებული ა.ს.; 1954 წელს დაბადებული ზ.ს. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1976 წელს დაბადებული დ.ს. და 1985 წელს დაბადებული ფ.ი. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

„სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – „კოკაინი“, „მეტადონი“, „ჰეროინი“ და „მარიხუანა“ ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცებად არის ამოღებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტროსასწორები“. – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 18-273-ე პრიმა და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს ვრცლად: police.ge/page/1133

Posted by შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on Thursday 24 April 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g