LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით დაკავებულ ზურა ნიჟარაძეს 1 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

330
ზურა ნიჟარაძე

ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობის ბრალდებით დაკავებულ მოქალაქე ზურა ნიჟარაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

საპროცესო შეთანხმების პირობის თანახმად, ზურა ნიჟარაძე საპატიმროში 1 წელს გაატარებს, 3 წელი კი პირობით სასჯელს მოიხდის.

გარდა ამისა, ზურა ნიჟარაძეს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრა.

ინფორმაციისთვის, ზურა ნიჟარაძე 11 ნოემბერს დააკავეს. 13 ნოემბერს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ნიჟარაძის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა ქვეპუნქტით იყო აღძრული, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ან მისი ანალოგის შეძენა/შენახვას გულისხმობს.

ნიჟარაძის უფლებადამცველის ცნობით, პროკურატურა მას ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობას ედავებოდა, ფსიქოტროპული ნივთიერებების ნაწილში კი მოხმარებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები