LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნასას კონკურსში გამარჯვებული 23 წლის გიორგი მჭედლიშვილი საქართველოში აგრობიზნესის განვითარებას გეგმავს [ვიდეო]

ნასას კონკურსში გამარჯვებული ქართველი – გიორგი მჭედლიშვილი საქართველოში აგრობიზნესის განვითარებას გეგმავს. ინოვაციით  ის აგროსექტორით დაინტერესებულ ადამიანებს საკუთარი გეგმების რეალიზაციაში დაეხმარება.

გასულ წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტმა, გიორგი მჭედლიშვილმა სრულიად ახალი ძრავებისა და ფიუზელაჟის მომავლის თვითმფრინავის მოდელი შექმნა. ქართველი ახალგაზრდის მიერ შემუშავებულმა მოდელმა ნასას მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. 2025-2035 წლებში გიორგის შექმნილი თვითმფრინავის მოდელის იმპლემენტაცია იგეგმება.

გარდა ამისა, გიორგი მჭედლიშვილი სტარტაპ კომპანია Kepler Technologies-შიც მუშაობს, სადაც ისეთი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ქმნის ხელსაყრელ პირობებს, რომლებიც ტექნოლოგიური მიმართულებით არიან დაინტერესებული.

გიორგიმ ამჟამინდელ და სამომავლო გეგმებზე “ფორტუნას” თავად უამბო.

თათია კაკიაშვილი