LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნასვამმა კაცმა ცოლს უთხრა “ყოფას გიტირებო”, სხვა მუქარა ტყუილია” – დავით ცინარიძის ადვოკატი 

285
1547473161582258 (1)

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით ცინარიძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და შეშინების მიზნით არც იარაღი გაუსვრია. ადვოკატი კახა ხვისტანი განმარტავს, რომ  დავით ცინარიძე მეუღლეს სიცოცხლის ხელყოფით არ დამუქრებია და მისთვის გაუგებარია პროკურატურამ არასწორი ინფორმაცია საიდან მოიპოვა.

„სიტყვიერი შეკამათება იყო, რასაც სისხლის სამართლებრივი დანაშაულის არანაირი შემადგენლობა არ აქვს. სიცოცხლის ხელყოფით მუქარა აბსოლუტური ტყუილია – „ყოფას გიტირებ“ იყო ნათქვამი. წინსწრებით არ მინდა ის ინფორმაცია გავცე, რისი გავრცელების უფლებაც არ მაქვს, მაგრამ საზოგადოება მალე ნახავს, რომ დავით ცინარიძე ამ ბრალდებაში აბსოლუტურად გამართლდება. დათოს იარაღი შემთხვევით რომ გაუვარდა, ამას თვით მისი მეუღლეც ადასტურებს და პროკურატურას ეს ინფორმაცია საიდან მოაქვს, ჩემთვის გაურკვეველია. ნასვამი იყო, ამას თავადაც ადასტურებს, რამდენიმე ჭიქა ჰქონდა დალეული მეგობრის დაბადების დღეზე“, – განაცხადა ხვისტანმა.

ნასვამმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი გაისროლა - დავით ცინარიძეს ბრალი წარუდგინეს

პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანის საქმეზე განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ დავით ცინარიძე სამართალდამცავებმა 3 დღის წინ დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.  საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს დავით ცინარიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით გუშინ პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებული საქმის დეტალებზე არ საუბრობს და საზოგადოებას გამოძიების დასრულებამდე მოცდას სთხოვს.

„აღმერთებდა, ალბათ კარანტინის ბრალია“: რატომ დაჭრა პოლიციის ექს-შეფმა მეუღლე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g