LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნასვამმა მძღოლმა პოლიციის მოტყუება სცადა და საჭესთან ძაღლი დასვა

117
543654

აშშ-ში ნასვამმა მძღოლმა გადაწყვიტა პოლიციელები მოეტყუებინა და საჭესთან ძაღლი დასვა. Lad Bible-ის ინფორმაციით, ცხოველი მანამდე მგზავრის სავარძელზე იჯდა და მძღოლმა მას სასწრაფოდ ადგილი გაუცვალა.

ინციდენტი კოლორადოს შტატში მოხდა. პატრულმა საეჭვო ავტომობილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის გააჩერა და მძღოლმა ძალიან უცნაურად დაიწყო მოქცევა. ძაღლი საჭესთან პირდაპირ პოლიციელების თვალწინ დასვა, თავად კი მგზავრის ადგილას გადავიდა. შემდეგ განაცხადა, რომ გაჩერების დროს საჭესთან არ მჯდარა.

როდესაც მძღოლს ალკოჰოლზე კითხეს, სასწრაფოდ გადმოვიდა მანქანიდან და გაქცევა სცადა. თუმცა, პოლიციამ ის 15 მეტრში დააკავა.
მძღოლი დაიჭირეს და ბრალიც წაუყენეს, ძაღლი კი მხოლოდ გაფრთხილებით გაუშვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები