LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატა ფერაძე შუა თითს გვაჩვენებდა ყველას, ფუ, შენს ქალობას-მეთქი და შევაფურთხე

781
ნატა

“თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეები, რომლებიც გუშინ დააკავეს, ყველა გაათავისუფლეს. 7 დაკავებულიდან 3 – ს 1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, დანარჩენების მიმართ გასატარებელი სანქციის შესახებ სასამართლო მომდევნო კვირას იმსჯელებს.

დაკავებულებიდან ერთ-ერთი, გიორგი ოძელაშვილი, პოლიციის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს და ამბობს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატროში მას ტელეფონზე დარეკვის საშუალება არ მისცეს, გარდა ამისა, მისი მტკიცებით, არც საკვებს აძლევდნენ. სასამართლო დარბაზიდან გამოსულ ოძელაშვილს გული წაუვიდა. კონტარქციის ორგანოზატორები აცხადებენ, რომ დღეს ჯერ სამებაში, ილოცებენ, საღამოს 08:00 საათისთვის კი ვერის ბაღში შეიკრიბებიან. ორგანიზატორები იქ მისვლას მხოლოდ მამაკაცებს ურჩევენ.

“მე ვუთხარი ნატა ფერაძეს, რომელიც აყენებდა ეკლესიას შეურაცხყოფას, დედას აგინებდა მღვდლებს, ბოლოს შუა თითს გვაჩვენებდა ყველას, ვუთხარი “ფუ შენს ქალობასთქო” და შევაფურთხე. ამას ვამბობ და ვაღიარებ რაც გავაკეთე და რის გამოც დამიჭირეს მე ვფიქრობდი, მაგრამ სულ სხვა ბრალეულობები წამიყენეს, ვითომ მე პოლიციას შევაგინე ან ვინმეზე ხელით გავიწიე, საერთოდ უზრდელი სიტყვა არ მითქვია,”-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g