LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატა ფერაძის შვილს დედის გაგება უჭირს – „ქმარს გაშორებული ვარ…“

1386

ბოლო პერიოდში გარემოსდამცველი ნატა ფერაძე საზოგადოებისთვის გარემოს დაცვით საკითხებზე უფრო მეტად, სახალხოდ უხამსი ლექსიკის გამოყენებით გახდა ცნობილი. კითხვაზე, რას აკეთებდა 2012 წლამდე, ფერაძემ უცენზუროდ უპასუხა და სოცქსელებში დიდი გამოხმაურებაც გამოიწვია.

ჟურნალ „სარკის“ დღევანდელ ნომერში, ჟურნალისტთან საუბრისას, ის აცხადებს, რომ ეს გამონათქვამი არ უნანია – „ჩემი პირადი არჩევანი იყო ასეთი ლექსიკის თავისუფალი ფლობა. ვისთვისაც სახალოდ ასეთი ლექსიკის გამოყენება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შვილების ჯანმრთელობა, გამობრძანდეს და სულხან-საბას ენაზე მიმართოს. სამოქალაქო აქტივისტი არც ერთ ქვეყანაში მეტყველებს შექსპირის ენაზე“ – აღნიშნავს ჟურნალის რესპონდენტი.

ნატა ფერაძე საკუთარ ოჯახსა და შვილებზეც საუბრობს: „ქმართან გაშორებული ვარ. ჩემი შვილების მამა ლევან ადამიაა, რეჟისორი, რომელიც „პირველ არხზე“ დოკუმენტური ფილმების სტუდიაში მუშაობს. მასთან ახლაც შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს.

  • თქვენი შვილების მამას არ ეხამუშა, როცა ეთერში თქვით, რომ 2012 წლამდე სექსით იყავით დაკავებული?
  • არა, ის მიჩვეულია ჩემს ლექსიკას. იმ ეთერში მყოფებს რომ ცოტა იუმორის გრძნობა ჰქონოდათ, ჩემს ნათქვამს უზრდელობად არ აღიქვამდნენ. მხატვრულ ლიტერატურაში თუ ცოტა ღრმად ჩაიხედავენ, ეს რაღაც დონეზე მიღებული ფორმაა. ცოტა განათლებულ ადამიანებთან ეს ყველაფერი სიცილ-კისკისში ჩაივლიდა…
  • თქვენს ვაჟებს რა რეაქცია აქვთ დედის ეპატაჟურ ქცევაზე?
  • მათთვის არც ისე მარტივია ჩემნაირი დედის ტვირთის ტარება. მთხოვდნენ, მშობელთა კრებაზე ნიჩბით და ზურგჩანთით ნუ მოხვალ, ისეთი ჩანთა დაიჭირე, როგორიც სხვა დედებს უკავიათო, მერე ნელ-ნელა შეეგუვნენ.

უმცროსს ჯერ კიდევ უჭირს ჩემს სახალხო გამონათქვამებთან შეგუება, სირცხვილია, რას იტყვიანო. უფროსი კი თვითონაც მეამბოხეა. უმცროსი კეთილგანწყობილი და არააგრესიული ტიპია. მე და ჩემი უფროსი შვილი კომფორტულ ადამიანთა რიცხვში არ ვართ“.

ნატა ფერაძე ამავე ინტერვიუში აღნიშნავს, რომ თავად ათეისტია და არც შვილები მოუნათლავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g